ფეხბურთი

21:38 | 9.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: პსჟ - "დორტმუნდი" უმაყურებლოდ გაიმართება

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩი „პარი სენ ჟერმენსა“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ შორის უმაყურებლოდ გაიმართება. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

მიზეზი ცხადია კორონავირუსია, რის გამოც საფეხბურთო კალენდარი შეფერხებით მუშაობს.

გარდა ამისა, 19 მარტს, ევროპა ლიგის შეხვედრა „ბაზელსა“ და „აინტრახტს“ შორის საერთოდ არ გაიმართება, არც უმაყურებლოდ. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბაზელის პოლიციამ მიიღო.

ამ გუნდების პირველი თამაში 12 მარტს გერმანიაში ჩატარდება, ხოლო რა ბედი ეწევა შვეიცარიულ დაპირისპირებას, ჯერჯერობით უცნობია.

0.119791