ფეხბურთი

22:22 | 8.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

სანჩო მხითარიანს გაუთანაბრდა

ინგლისის ეროვნული ნაკრების შემტევმა ჯეიდონ სანჩომ "გლადბახთან" მოგებულ (2:1) შეხვედრაში საგოლე გადაცემა შეასრულა, მიმდინარე სეზონში უკვე 15-ჯერ გაატანინა თანაგუნდელებს და ჰენრიხ მხითარიანის რეკორდი გაიმეორა. აღნიშნულ ინფორმაცია BBC Sport-ი სტატისტიკურ გვერდის Opta-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერთ სეზონში ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა აქამდე სომეხ ფეხბურთელს ჰქონდა შესრულებული, თუმცა ახლა უკვე ინგლისელი გაუთანარდა მას და სეზონის დასრულებამდე ერთპიროვნული რეკორდის მფლობელი შეიძლება გახდეს. აღსანიშნავია, რომ Transfermarkt-ის მონაცემებში სანჩოს 16 საგოლე გადაცემა უფიქსირდება.

0.151501