ფეხბურთი

13:20 | 8.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნს" ბოატენგი და ერნანდესი დაუბრუნდნენ

გერმანელი და ფრანგი მცველები ჟერომ ბოატენგი და ლუკას ერნანდესი "აუგსბურგთან" მატჩში მონაწილეობას მიიღებენ. როგორც "რეკორდმაისტერთა" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, აღნიშნული ფეხბურთელები გუნდს "შალკესთან" გამოტოვებული თასის მატჩის შემდეგ დაუბრუნდნენ. ორივე მოთამაშეს მცირე ტრავმა ჰქონდა.

ჰანსი ფლიკი კვლავ მოისაკლისებს რობერტ ლევანდოვსკის, ივან პერიშიჩს და ნიკლას ზიულეს. "ბაიერნის" და "აუგსბურგის" დაპირისპირება 8 მარტს 18:30 საათზე დაიწყება.

0.11286