ფეხბურთი

14:15 | 8.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" იოვიჩის დამატებას შეეცდება

სერბეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა ლუკა იოვიჩმა შესაძლოა კარიერა "ნაპოლიში" გააგრძელოს. როგორც AS-ის იუწყება, ფეხბურთელი აგენტი ფალი რამადანი იტალიურ კლუბთან ახლო ურთიერთობა აქვს და "ნაპოლი" შეეცდება მისი მეშვეობით იოვიჩი დაიმატოს.

ნეაპოლელებს შეტევის ხაზის გაძლიერება სურთ და შესაძლოა ტრანსფერზე მოლაპარაკებას უახლოეს მომავალში დაიწყებენ. ესპანური გამოცემის ინფორმაციით კი მადრიდელები მაქსიმუმ იჯარას დათანხმდნენ. მიმდინარე სეზონში ლუკამ ყველა ტურნირზე 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა. იოვიჩი მოედანზე საშუალოდ 32 წუთს ატარებს.

0.145335