ფეხბურთი

13:46 | 8.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

დელე ალის 50-ე გოლი პრემიერლიგაში

ინგლისის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა დელე ალიმ პრემიერლიგაში "ტოტენჰემის" მაისურით 50-ე გოლი გაიტანა და კლუბის ისტორიაში გახდა მეშვიდე მოტამაშე, რომელმაც მინიმუმ 50 გოლის გატანა პრემიერლიგაში. აღნიშნული ინფორმაციას Opta ავრცელებს.

ასევე, სტატისტიკური გვერდის ინფორმაციით, 50-ე გოლი ალიმ 23 წლის და 331 დღის ასაკში გაიტანა, ყველაზე ახალგაზრდა "ტოტენჰემის" ფეხბურთელი, რომელმაც ამდენი გოლი გაიტანა ჰარი კეინია (23 წლის და 44 დღის).

ალიმ "ბარნლისთან" ფრედ დასრულებულ (1:1) შეხვედრაში გოლი პენალტის შესრულების შემდეგ 50-ე წუთზე გაიტანა. მიმდინარე სეზონში დელემ ყველა ტურნირზე 34 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ცხრა გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.110654