ფეხბურთი

3:19 | 8.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდი" წინ, "ლაიფციგი" - უკან

გერმანიის ბუნდესლიგაში „ლაიფციგი“ პოზიციებს თმობს. ჯერ იყო და ლიდერობა დაკარგა, ახლა უკვე მეორე პოზიციასაც გამოეთხოვა. სამაგიეროდ, ლიდერ „ბაიერნს“ კვალში დორტმუნდის „ბორუსია“ ჩაუდგა.

„ლაიფციგმა“ წინა ტურში „ლევერკუზენს“ ვერ მოუგო, ახლა კი „ვოლფსბურგთან“ საგარეო შეხვედრაში ვერაფერს გახდა და უგოლო ფრით მოუწია გულის ჯერება. დაკარგული ოთხი ქულა უკვე ძვირად ფასობს, რადგან „ბაიერნს“ შანსი აქვს ორქულიანი უპირატესობა გაზარდოს, ხოლო „დორტმუნდმა“ გადაასწრო.

ლუსიენ ფავრის გუნდი თავის მხრივ „გლადბახს“ ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში 2:1 აჯობა. ტორგან აზარმა და აჩრაფ ჰაკიმმა „ყვითლებს“ ძვირფასი ქულები და პლიუს ერთი პოზიცია მოუტანეს.

ჩინებულ ფორმაშია „ლევერკუზენი“, რომელიც მეოთხე ადგილზე აღზევდა და არც უმჯობესი პოზიციებია ძალიან შორს. „ფარმაცევეტებმა“ ფრანკფურტის „აინატრახტს“ თავბედი აწყევლინეს და 4:0 გააანადგურეს.

25-ე ტური კვირას „მაინცი“ – „დიუსელდორფისა“ და „ბაიერნი“ – „აუგსბურგის“ შეხვედრებით დასრულდება. „რეკორდმაისტერი“ გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერს მასპინძლობს და წესით ლიდერობის გამყარება არ უნდა გაუჭირდეს.

„ლევერკუზენი“ – „აინტრახტი“ 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 ჰავერცი (4), 2:0 ბელარაბი (14), 3:0 პაულინიო (49), 4:0 პაულინიო (55)

„შალკე“ – „ჰოფენჰაიმი“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 მაკენი (20), 1:1 ბაუმგარტლინგერი (60)

„ჰერტა“ – „ვერდერი“ 2:2 (1:2)

გოლები: 0:1 სარჟენტი (3), 0:2 კლაასენი (6), 1:2 შტარკი (41), 2:2 კუნია (60)

„ფრაიბურგი“ – „უნიონი“ 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 სალაი (34), 2:0 გიუნტერი (55), 2:1 ანდერსონი (61), 3:1 კოხი (82)

„ვოლფსბურგი“ – „ლაიფციგი“ 0:0 (0:0)

„გლადბახი“ – „დორტმუნდი“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 აზარი (8), 1:1 შტინდლი (50), 1:2 ჰაკიმი (71)

თეგებიბუნდესლიგა
0.121717