ფეხბურთი

22:09 | 7.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძემ გოლისთვის 6 წუთიც იკმარა (+VIDEO)

უნგრეთის ჩემპიონატის XXIV ტურში ბუდუ ზივზივაძემ მორიგი გოლი გაიტანა. ჩვენებურის „მეზოკოვესდი“ გათამაშების გამოკვეთილ აუტსაიდერ „კაპოშვარს“ ესტუმრა და 4:0 გაანადგურა.

ბუდუმ მხოლოდ ბოლო 6 წუთი გაატარა მოედანზე და მწირი დროის მიუხედავად თავის გამოჩენა მაინც მოახერხა. ქართველმა ფორვარდმა ბურთი საკუთარ ნახევარზე მოიხელთა და მეტოქის კარამდე ეულად იარა, გატანაც შეძლო.

რაც შეეხება სათამაშო დროის სიმცირეს, სავარაუდოდ, აუტსაიდერთან მისი დასვენება გადაწყვიტეს, რადგან „მეზოკოვესდს“ შუა კვირაში თასზე მნიშვნელოვანი თამაში ელოდება „პუშკაშ აკადემიასთან“, რომელსაც ოთხი დღის წინ სწორედ ქართველის გოლით აჯობა.

ზივზივაძემ უნგრეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მერვე გოლი გაიტანა, ბომბარდირთა დავის ლიდერ იტალიელ დავიდე ლანძაფამეს ორი გოლით ჩამორჩება. „მეზოკოვესდი“ კი 44 ქულით მესამე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.131867