ფეხბურთი

16:56 | 6.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგის გუნდების საბაზრო ღირებულება Transfermarkt-ის მონაცემებით

ცნობილმა პორტალმა Transfermarkrt-მა საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ყველა ფეხბურთელის საბაზრო ღირებულებების მიხედვით ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული გუნდი გამოავლინა.

„დინამო თბილისის“ მოთამაშეთა საერთო ღირებულება 8.68 მილიონ ევროს შეადგენს და ეს ეროვნულ ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია. დედაქალაქურ გუნდს კვალში „დინამო ბათუმი“ და „საბურთალო“ უდგანან.

მთლიანოაბში ეროვნული ლიგის 10-ვე კლუბის საერთო ღირებულება 42.05 მილიონი ევრო გახლვათ.

1. „დინამო თბილისი“ – 8.68 მილიონი ევრო (ფეხბურთელთა საშუალო ფასი 310 ათასი ევრო), საშუალო ასაკი - 25.3

2. „დინამო ბათუმი“ – 6.20 მილიონი ვერო (270 ათასი), 27.1

3. „საბურთალო“ – 5.55 მილიონი ევრო (231 ათასი), 23.9

4. „ლოკომოტივი“ – 3.98 მილიონი ევრო (159 ათასი), 23.1

5. „დილა“ – 3.63 მილიონი ევრო (165 ათასი), 23.5

6. „სამტრედია“ – 3.58 მილიონი ევრო (128 ათასი), 25.9

7. „ტორპედო“ – 3.58 მილიონი ევრო (155 ათასი), 25.5

8. „თელავი“ – 2.73 მილიონი ევრო (114 ათასი), 25.0

9. „ჩიხურა“ – 2.33 მილიონი ევრო (111 ათასი), 26.6

10. „მერანი“ – 1.98 მილიონი ევრო (90 ათასი), 30.0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118085