ფეხბურთი

23:30 | 5.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბაკას ევროპული კარიერა დასასრულს უახლოვდება

"ვილიარეალის" თავდამსხმელმა კარლოს ბაკამ შესაძლოა კარიერა "ატლანტა იუნაიტედში" გააგრძელოს. როგორც Marca იუწყება, MLS-ის კლუბი ტრავმირებული ჯოზეფ მარტინესის შემცვლელს ეძებს და ერთ-ერთი კანდიდატი სამხრეთ ამერიკელი მოთამაშეა, რომელსაც სათამაშო პრაქტიკა არ აქვს.

მიმდინარე სეზონში ბაკამ 16 შეხვედრა ჩაატარა, მოედანზე საშუალოდ 49 წუთს ატარებს და ოთხი გოლის ავტორი გახდა. კარლოსის ევროპული კარიერა 2012 წელს დაიწყო, როდესაც "ხუნიორიდან" "ბრიუგეში" გადავიდა. მას შემდეგ კოლუმბიელმა თავდამსხმელმა "სევილიას" და "მილანის" მაისურით ითამაშა. ამჟამად ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება სამი მილიონი ევროა.

0.168393