ფეხბურთი

23:50 | 3.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძის ეფექტური და გამარჯვების გოლი უნგრეთის თასზე (+VIDEO)

უნგრეთის თასის მეოთხედფინალში ბუდუ ზივზივაძემ ჩინებული გოლი გაიტანა. „მეზოკოვესდი“ „პუშკაშ აკადემიას“ ესტუმრა და მატჩის ერთადერთი გოლი ჩვენებურის ანგარიშზეა.

47-ე წუთზე ბუდუმ ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, საჯარიმოში შეიჭრა და მეტოქის კარი აიღო. ამ გოლით „მეზოკოვესდმა“ იმარჯვა და ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ქართველმა შეუცვლელად ითამაშა.

აღნიშნული გუნდების საპასუხო შეხვედრა 11 მარტს გაიმართება და ნახევარფინალისტის ვინაობაც გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122334