კალათბურთი

23:19 | 3.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მემფისის" რეკორდული გამარჯვება

"მემფის გრიზლმა" გასვლაზე "ატლანტა ჰოუქსი" 39 ქულით (127:88) დაამარცხა. "მემფისმა" კლუბის ისტორიაში გასვლაზე ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

"დათვებს" ყველაზე დიდი ანგარიშით 2003 წელს აქვთ მოგებული. "მემფისმა" შინ 17 წლის წინ "ნიუ ჯერსი" 110:63 გაანადგურა.

"ატლანტასთან" მოგებული მატჩში "დათვების" ცხრა კალათბურთელმა მინიმუმ 10 ქულა ჩააგდო ,რაც ასევე კლუბის რეკორდია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111199