ფეხბურთი

18:49 | 3.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუის სუარესი: „ვიმედოვნებ, მინდორს მოსალოდნელზე ადრე დავუბრუნდები“

„ბარსელონას“ მუხლმტკივანი თავდამსხმელი, ლუის სუარესი ამბობს, რომ მკურნალობა წარმატებით მიმდინარეობს და იმედოვნებს, რომ მინდორს მოსალოდნელზე ადრე დაუბრუნდება.

„ყოველთვის პროგნოზების წინააღმდეგ მივდიოდი და ტრავმების დროს იმაზე ადრე ვიწყებდი თამაშს, ვიდრე ამას მიწინასწარმეტყველებდნენ. მინდა ახლაც დავუმტკიცო ყველას, რომ დათქმულ ვადამდე დავუბრუნდები მინდორს.

ოპერაციის შემდეგ, მხოლოდ ერთი დღე დავისვენე. ექიმს ძალიან გაუკვირდა, რადგან ამას ჩვეულებრივ მეტი დრო სჭირდება.“ - ციტირებს სუარესის სიტყვებს RAC 1.

0.112365