სხვა

16:16 | 2.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯერჯერობით გორი და ქარიშხალა ლიდერობენ  

საქართველოს ჩემპიონატზე უმცროსი ასაკის ჭაბუკებს შორის მორიგი მატჩები გლდანის ხელბურთის აკადემიაში გაიმართა.

ჩემპიონატში აღმოსავლეთი საქართველოს 6 და დასავლეთის 3 გუნდი მონაწილეობს, ამიტომაც, დასკვნით, ჯვარედინ ტურამდე გუნდებს მატჩების სხვადასხვა რაოდენობა აქვთ. 19-19 ქულით ლიდერობენ გორი და ქარიშხალა, თუმცა, პოტენციური ლიდერია ბათუმის შავი ზღვის ბიჭები, რომელაც რვავე მატჩი მოგებული აქვს. დაკარგული ქულებით მეორეა სამტრედია.

ყველაფერი გაირკვევა მარტის ბოლოს, როდესაც ჯერ დასავლეთის სამეული ითამაშებს ერთმანეთში მეორე წრის მატჩებს, შემდეგ კი საერთო ტურიც გაიმართება.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19

ჭაბუკები, 2006-07

1 მარტი, გლდანი

ქარიშხალა - აკადემია 16-5

რუსთავი - ყვარელი 8-3

გორი - აკადემია 14-3

პეგასი - ქარიშხალა 7-10

ყვარელი - აკადემია 11-5

პეგასი - რუსთავი 9-8

გორი - ქარიშხალა 12-9

--------------------თ---მ---ფ---წ-------ბ------ქ

გორი----------13---9---1---3--141-101--19

ქარიშხალა----13---9---1---3--138-76---19

BSB ბათუმი---8---8---0---0---104-32---16

პეგასი---------13---8---0---5--113-97---16

სამტრედია----8---7---0---1---95-55---14

ყვარელი------13---4---0---9---78-121---8

ქუთაისი-------8---2---0---6---32-86----4

რუსთავი-----13---2---0--11---33-85----4

აკადემია------13---0---0--13--15-108---0

დასრულდება 27-29 მარტს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116382