ფეხბურთი

2:17 | 2.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

„კლასიკო“ „რეალმა“ დამსახურებულად მოიგო

„რეალმა“ „ბარსელონა“ დაამარცხა და პრიმერას ცხრილში ისევ გაპირველდა. „რეალმა“ კარგად ითამაშა, განსაკუთრებით მეორე ტაიში და დამსახურებულად მოიგო „კლასიკო.“

პირველ ტაიმში თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, თუმცა სტუმარ კატალონიელებს გატანის მეტი შეტი შანსი ჰქონდათ. ეგ არის, არტურმა და მესიმ ვერ ივარგეს.

შესვენების შემდეგ კი „რეალი“ შეუჩერებელი გახლდათ. ჯერ ისკოს ჰქონდა ორი კარგი მომენტი. პირველად მისი ცხრიანში გასროლილი ტერ შტეგენმა სასწაულით მოიგერია, შემდეგ კი მისივე თავით დარტყმული ბურთი პიკემ კარის ხაზიდან გამოიტანა.

მერე ჭაბუკი ვინისიუსის ჯერი დადგა. სწორედ მან გახსნა ანგარიში და მესის რეკორდიც გააუმჯობესა. ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა 21-ე საუკუნეში, ვინაც „კლასიკოში“ გაიტანა. ამ მომენტისთვის ბრაზილიელი 19 წლის და 233 დღის გახლდათ. მანამდე ეს მიღწევა ლიონელ მესის ეკუთვნოდა, როცა არგენტინელმა „კლასიკოში“ პირველად გამოიჩინა თავი, ის 19 წლის და 259 დღის იყო.

წერტილი კი მატჩში უკვე წამატებულ წუთებზე, მინდორზე რამდენიმე წამის შესულმა დიასმა დასვა.

და მესი? ეს არ იყო არგენტინელის დღე.

„ატლეტიკომ“ აუტსაიდერ „ესპანიოლს“ ვერაფერი მოუხერხა და პირველ ოთხეულში ადგილი ისევ დაკარგა.

აბელარდოს გუნდმა მადრიდელებს ბურთი განგებ დაუთმო, თუმცა დაცვაში შეუცდომლად ირჯებოდა. პირველი ტაიმის შუაში კი სავიჩს საკუთარ კარშიც გაატანინეს.

გაშვებული ბურთის შემდეგ „ატლეტიკომ“ მოუმატა. როცა მეორე ნახევრის დასაწყისშივე საულმა გაათანაბრა, შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს ყველაფერი თავიდან იწყებოდა. მაგრამ „ესპანიოლმა“ ყოჩაღად გარჯა გააგრძელა და მეტოქეს უპირატესობა არ დაანება. ფელიშის, დიეგო კოშტასა და ვიტოლოს მინდორზე გასვლის შემდეგ, სტუმრებმა უფრო მრავალფეროვნად დაიწყეს თამაში, თუმცა, ეს შედეგზე არ ასახულა.

ესპანეთი

პრიმერა. 26 ტური. 1 მარტი

რეალი - ბარსელონა 2:0

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ.“ 78 357

1:0 ვინისიუსი (71), 2:0 დიასი (90+2)

რეალი: კურტუა, კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო, კაზემირო, ვალვერდე (ვასკესი 86), კროოსი, ისკო (მოდრიჩი 79), ვინისიუსი, ბენზემა (დიასი 90+1)

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

ბარსელონა: ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, უმტიტი, ალბა, ბუსკეტსი, არტური (რაკიტიჩი 81), დე იონგი, ვიდალი (ბრეიტვეიტი 69), მესი, გრიზმანი (ფატი 81)

მწვრთნელი: კიკე სეტიენი

მსაჯი: მატეუ ლაოსი

გაფრთხილება: ვინისიუსი (10), კარვახალი (19); ალბა (19), მესი (85)

სევილია - ოსასუნა 3:2

სევილია. „რამონ სანჩეს პისხუანი.“ 31 382

1:0 ენ ნესირი (13), 2:0 ოკამპოსი (45+1), 2:1 ერნანდესი (64), 2:2 ტორესი (74 პენ), 3:2 ენ ნესირი (90+3)

სევილია: ბუნუ, ესკუდერო, გომესი, კუნდე, ნავასი, ტორესი, ფერნანდო (გუდელი 32), ვასკესი (დე იონგი 75), ოკამპოსი, ლოპეში (სუსო 66), ენ ნასირი

მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი

ოსასუნა: ერერა, ესტუპინიანი, ერნანდესი, დავიდ გარსია, რონკალია, ოიერი, ლატო (რუბენ გარსია 79), ბრაშანაცი, ტორესი (უნაი გარსია 90), არნაისი (რუბენი 56), გალიეგო

მწვრთნელი: იაგობა არასატე

მსაჯი: კარლოს დელ სერო

გაფრთხილება: ფერნანდო (15), ტორესი (84); გალიეგო (76), ბრაშანაცი (85)

გაძევება: ერერა (54)

ესპანიოლი - ატლეტიკო 1:1

ბარსელონა. „კორნელია ელ პრატი.“ 30 360

1:0 სავიჩი (24 საკ. კარში), 1:1 საული (47)

ესპანიოლი: ლოპესი, დიდაკი, კაბრერა, ბერნარდო, ლოპესი, სანჩესი, იტურასპე (მელენდო 71), ემბარბა (პედროსა 81), დარდერი, ლეი (კალიერი 71), დე ტომასი

მწვრთნელი: აბელარდო

ატლეტიკო: ობლაკი, ლოდი, ფელიპე, სავიჩი, ტრიპიერი, კარასკო (ფელიში 56), საული, ტომასი, კოკე, კორეა (ვიტოლო 69), მორატა (დიეგო კოშტა 63)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

მსაჯი: ალბეროლა როხასი

გაფრთხილება: ემბარბა (38), ლოპესი (90+2), სანჩესი (90); ფელიპე (6), ტომასი (42), კოკე (86), ლოდი (89)

ბილბაო - ვილიარეალი 1:0

1:0 გარსია (56 პენ)

66-ე წუთზე უილიამსმა (ბილბაო) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)

მალიორკა - ხეტაფე 0:1

0:1 მაკსიმოვიჩი (67)

გაძევება: სევილია (მალიორკა) (90+1 მინდორს გარეთ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.169908