ფეხბურთი

17:11 | 1.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

პირველი გოლები და პირველი გამარჯვებული

თბილისის „საბურთალოსთვის“ ახალი სეზონი კარგად დაიწყო. თემურ შალამბერიძის გუნდმა ერთი კვირის წინ საქართველოს სუპერთასი მოიგო და ტიტულს დაეუფლა, ახლა კი ეროვნული ლიგის საწყის თამაშში 3 ქულა მოიპოვა.

თუმცა, დედაქალაქურ გუნდს დიდი ჯაფა დაადგა საჩხერის „ჩიხურასთან“ და ადვილად გამარჯვებისთვის ნამდვილად არ მიუღწევია.

იმერლები 21-ე წუთზე გიორგი კორიფაძემ პენალტით დააწინაურა და მიმდინარე სეზონის პირველი გოლიც გავიდა (მოგეხსენებათ გუშინდელი ორი თამაში უგოლოდ დასრულდა). „საბურთალომ“ კორიფაძეს ტაიმის ბოლოს, იური ტაბატაძის ზუსტი დარტყმით უპასუხა.

გამარჯვების გოლი კი გიორგი გაბედავამ მატჩის მიწურულს გაიტანა. ქართველმა ფორვარდმა ყოფილი გუნდი დაამწუხრა და უქულოდ დატოვა, მაგრამ თავისიანებს გამარჯვება მოუტანა.

„საბურთალო“ – „ჩიხურა“ 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 კორიფაძე (21, პენ), 1;1 ტაბატაძე (43), 2:1 გაბედავა (74)

0.118854