ფეხბურთი

1:28 | 1.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" დაფრინავს

მიუნხენის „ბაიერნი“ დღიდან დღემდე იზრდება და დაუნდობელი ხდება. ძნელი სათქმელია, რა შეცვალა ჰანს-დიტერ ფლიკმა, რომ სეზონის სტარტზე ესოდენ უფერულად მოთამაშე გუნდი სასტიკ მანქანას აქცია.

„რეკორდმაისტერი“ ბოლო დროს მეტოქეებს განურჩევლად რანგისა ანადგურებს და „ვერცხლის სინის“ გარდა, ჩემპიონთა ლიგასაც უმიზნებს.

„ბაიერნმი“ ზინსჰეიმში „ჰოფენჰაიმს“ ეწვია და მე-15 წუთზე ანგარიში უკვე 3:0 იყო. არადა, სტუმრებს რობერტ ლევანდოვსკი აკლდა, მაგრამ ეს არ ყოფილა პრობლემა, პოლონელის გარეშეც მეტოქე ლაღი ფეხბურთით დაამარცხა. ბოლოსკენ თამაში შეწყდა, რადგან „ბაიერნის“ ფანები „ჰოფენჰაიმის“ ერთპიროვნულ მმართველობას აპროტესტებდნენ, რაც გერმანიაში უმეტესად მიუღებელი ფაქტია. ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ ფეხბურთელებმა და ფლიკმა დააშოშმინეს ფანები. თამაში განახლდა, მაგრამ ბოლო 10 წუთი სრულიად ფორმალობა იყო, რადგან ორივე გუნდი ბურთს მოედნის ცენტრში აგორავებდნენ. „ბაიერნმა“ 52 ქულა დააგროვა და „ლაიფციგს“ 4 ქულით გაასწრო, მაგრამ მდევარ „ლაიფციგს“ ამ ტურის თამაში ჩასატარებელი აქვს.

დორტმუნდის „ბორუსიამ“ „ფრაიბურგი“ მძიმე ბრძოლაში 1:0 დაამარცხა, ერთადერთი გოლი თამაშის დასაწყისშივე ჯეიდონ სანჩომ გაიტანა და მერე ანგარიში აღარ შეცვლილა. „ყვითლების“ ნორვეგიელი ვუნდერკიდი ერლინგ ჰოლანდი ამჯერად უგოლოდ დარჩა, თუმცა მოედანზე მხოლოდ 28 წუთი გაატარა.

„გლადბახი“ ისევ რჩება ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში და „აუგსბურგთან“ მნიშვნელოვანი ქულები მიითვალა. გელზენკირხენის „შალკემ“ კი ძველი სახე დაიბრუნა და ისევ არასტაბილურობას მიჰყო ხელი, შედეგად, ჯერ მეექვსე ადგილზეა, მაგრამ სალიგო ზონას უკვე გვარიანად ჩამორჩება.

„მაინცი“ – „პადერბორნი“ 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 ქუაისონი (29), 2:0 ონისივო (37)

„დორტმუნდი“ – „ფრაიბურგი“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 სანჩო (15)

„აუგსბურგი“ – „გლადბახი“ 2:3 (0:0)

გოლები: 0:1 ბენსაბაინი (49), 0:2 შტინდლი (53), 1:2 ლოუენი (57), 1:3 შტინდლი (79), 2:3 ფინბოგასონი (83)

„ჰოფენჰაიმი“ – „ბაიერნი“ 0:6 (0:4)

გოლები: 0:1 გნაბრი (2), 0:2 კიმიხი (7), 0:3 ზირკზეე (15), 0:4 კოუტინიო (47), 0:5 კოუტინიო (47), 0:6 გორეცკა (62)

„კიოლნი“ – „შალკე“ 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 ბორნაუ (9), 2:0 კორდობა (39), 3:0 ნიუბელი (75, ა.გ)

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131886