ფეხბურთი

23:59 | 29.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

MAMMA MIA! ვაკო გვილიას შესანიშნავი გოლი პოლონეთში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას XXIV ტურში ვარშავის „ლეგიამ“ „კრაკოვიას“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა (2:1).

ვაკო გვილიამ შეუცვლელად ითამაშა, 44-ე წუთზე კი, საჯარიმოს მისადგომებიდან სიუველური სიზუსტით გადაგზავნა ბურთის მეტოქის კარში. ექსტრაკლასას ოფიციალური ვებგვერდი ვაკოს გოლს ასე გამოეხმაურა - MAMMA MIA! სხვათა შორის, ჩვენებურს გატანა მანამდეც შეეძლო, ხარიხამ შეუშალა ხელი.

გვილიას ექსტრაკლასას მიმდინარე სეზონში 24 შეხვედრაში 4 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს მითვლილი. „ლეგია“ კი 48 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევარს 6 ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122706