ფეხბურთი

21:18 | 27.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

16-წლამდელთა ნაკრებმა ალბანეთი დაამარცხა

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა ალბანეთში მიმდინარე უეფას განვითარების თასზე მეორე მატჩი გამართა. ზურაბ ხიზანიშვილის გუნდი მასპინძელ ალბანეთს დაუპირისპირდა და მეტოქე პენალტების სერიით, ანგარიშით - 4:3 დაამარცხა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. საქართველოს 16-წლამდე ნაკრების შემადგენლობიდან მე-7 წუთზე გატანილი გოლით დიმიტრი ღურწკაია გამოირჩა.

ალბანეთი 1:1 (პენ. 3:4) საქართველო

​საქართველო: ბერუაშვილი, ბაგრატიონი (70' ლაბაძე), მოლაშვილი, გურწკაია (61' ნ. დავრაშელიძე), ქართველიშვილი (70' ბართია), გეგიაძე (31' კალანდაძე), ბერია, ლაცაბიძე (61' ხუტიაშვილი), შიოლაშვილი (61' დვალიშვილი), ბერიანიძე (79' გ. დავრაშელიძე), ხაბურზანია (70' აღდგომელაშვილი)

​სათადარიგო შემადგენლობა: მაქაცარია

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ხიზანიშვილი

​გოლები: 0:1 ღურწკაია (7), 1:1 ცერენი (90+5)

​საქართველოს 16-წლამდე ნაკრების 2020 წლის განვითარების თასის დასკვნით შეხვედრას 1 მარტს ლიეტუვას 16-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.

gff.ge

0.168876