ფეხბურთი

16:17 | 27.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა - მეფე "სანტიაგო ბერნაბეუზე"

პეპ გვარდიოლა „სანტია ბერნაბეუზე“ მეფობს. „მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა კარიერაში მეექვსე გამარჯვება მოიპოვა „რეალის“ საშინაო არენაზე და მსგავსი შედეგით ისტორიაში თავს ვერავინ იწონებს (ცხადია მეტოქის რანგში).

მთლიანობაში კი, გვარდიოლას გუნდებს „სამეფო კლუბი“ უკვე ათჯერ ჰყავს დამარცხებული.

გარდა ამისა, პეპი ოტმარ ჰიტცფელდის შემდეგ მეორე მწვრთნელი გახდა, რომელმაც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ორი სხვადასხვა გუნდით შეძლო გამარჯვება.

ბოლოსკენ ისიც ვთქვათ, რომ ჩემპიონთა ლიგის საპლეი-ოფო სტადიაზე 28-ე თამაში მოიგო და ამ კუთხითაც რეკორდი დაამყარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118575