ფეხბურთი

23:50 | 26.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლუდოგორეცის" ფეხბურთელები მილანში პირბადეებით და დამცავი ხელთათმანებით ჩავიდნენ (+VIDEO)

ბულგარული „ლუდოგორეცი“ დღეს მილანში ევროპა ლიგის 1/16-ფინალური მატჩის სათამაშოდ ჩავიდა. „მალპენზას“ აეროპორტში თვითმფრინავიდან ფეხბურთელები და გუნდის პერსონალი კორონავირუსისგან დამცავი პირბადეებით ჩამოვიდნენ.

გარდა ამისა, დამცავი ხელთათმანები ეკეთათ და ყველა მათგანი სამშობლოში დაბრუნებამდე სამედიცინო გამოკვლევასაც ჩაიტარებს.

შეგახსენებთ, „ინტერი“ – „ლუდოგორეცის“ თამაში ხუთშაბათს „სან სიროზე“ გაიმართება. მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება და შეხვედრაზე დასწრების უფლება მედიის წარმომადგენლებსაც ჩამოართვეს.

იტალიაში დაახლოებით ერთი კვირაა კორონავირუსის ეპიდემია მძვინვარებს. ეპიცენტრი კი, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილი და განსაკუთრებით ლომბარდიის მხარეა, რომლის დედაქალაქი მილანია. აპენინის ნახევარკუნძულზე ამ დროისთვის 11 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 325 ინფიცირებულია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122656