სხვა

18:06 | 24.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

Adjarabet.com საქართველოს კალათბურთის ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე რიგით მეორე გამარჯვება დიდი სენსაციით, სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ მოიპოვა, მათი გენერალური სპონსორი კი adjarabet.com გახდა.

შვეიცარიასთან მოგებული შეხვედრის შემდეგ ზუროსის გუნდმა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრების წინააღმდეგ პატარა სასწაული მოახდინა და მეტოქე, რომლის მოგებასაც ბუქმეიქერები 1.03 კოეფიციენტს აძლევდნენ, ოთხი ქულით დაამარცხა.

მატჩი სერბების უპირატესობით დაიწყო და პირველი მეოთხედი ქართველებმა 10 ქულით წააგეს, მაგრამ ამის შემდეგ გუნდმა თამაშის რიტმი იპოვა, დაცვაში თამაში საგრძნობლად გამოასწორა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრები 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელია და, შესაბამისად, ევრობასკეტზე ადგილი გარანტირებული აქვს, მაგრამ ფიფას გადაწყვეტილებით, მასპინძელი ნაკრებები საკვალიფიკაციო ეტაპზე მაინც ასპარეზობენ, რათა ოფიციალური მატჩების ჩატარების საშუალება ჰქონდეთ.

R

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11382