ფეხბურთი

13:24 | 24.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" ზიეშს შეუთანხმდა

"ჩელსიმ" "აიაქსის" 26 წლის მაროკოელ ნახევარმცველთან ჰაკიმ ზიეშთან შეთანხმდა. მხარეებმა ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმეს. ზიეში ზაფხულში "არისტოკრატების" რიგებში ოფიციალურად ჩაირიცხება, აღნიშნულ ინფორმაციას "არისტოკრატთა" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება 44 მილიონი ევროა.

"ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ დიდი გუნდის წევრი ვხდები. მომდევნო სეზონს ველოდებიდა დიდი იმედი მაქვს, რომ ერთად დიდი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ"- განაცხადა ზიეშმა.

ჰაკიმი 2016 წლიდან "აიაქსში" ირიცხება, სადაც ყველა ტურნირზე სულ 159 შეხვედრა ჩაატარა და 47 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113983