კალათბურთი

12:18 | 24.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ლეიკერსმა“ „ბოსტონს“ აჯობა, პოლი ჩაჭრებში მეშვიდეა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის შვიდი შეხვედრა გაიმართა.

„ლეიკერსმა“ შინ „ბოსტონი“ 114:112 დაამარცხა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მატჩში გადამწყვეტი ბოლო წამები აღმოჩნდა, სადაც ლებრონ ჯეიმსმა და ენტონი დევისმა ზუსტად ისროლეს, რამაც გუნდს გამარჯვება მოუტანა. მატჩში ყველაზე მეტი 41 ქულა ჯეისონ ტატუმმა ჩააგდო. ენტონი დევისს 32 ქულა, 13 მოხსნა და 3 პასი ჰქონდა. ლებრონ ჯეიმსმა 29 ქულა მიითვალა. „ლეიკერსი“ 43 მოგებით და 12 წაგეი დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

„ოკლაჰომამ“ საკუთარ დარბაზში „სან ანტონიოს“ 131:103 აჯობა. მატჩში გარდამტეხი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ოკლაჰომელებმა 37:18 მოიგეს. ადამსმა 21 ქუალ და 14 მოხსნა მოაგროვა. კრის პოლს 12 ქულა, 10 პასი, 9 მოხსნა და ერთი ჩაჭრა ჰქონდა. პოლმა ჩაჭრებში დრაქსლერს გადაასწრო და ნბა-ს ისტორიაში 2208 ჩაჭრიტ მეშვიდე ადგილზე გადავიდა. ნბა- ისტორიაში ყველაზე მეტი 3265 მოპარვა ჯონ სტოკტონს აქვს.

„ლეიკერსი“ – „ბოსტონი“ 114:112 (28:9, 28:35, 31:33, 27:25)

https://www.youtube.com/watch?v=a41eyCKCSYs

„დენვერი“ – „მინესოტა“ 128:116 (43:38, 30:27, 24:22, 31:29)

https://www.youtube.com/watch?v=1nkXp7EvQC4

„ტორონტო“ – „ინდიანა“ 127:81 (34:12, 29:20, 22:23, 42:26)

https://www.youtube.com/watch?v=lFeZ7-cFZZg

„ჩიკაგო“ – „ვაშინგტონი“ 126:117 (35:31, 38:27, 28:27, 25:32)

https://www.youtube.com/watch?v=AFFRJ65YHrQ

„ოკლაჰომა“ – „სან ანტონიო“ 131:101 (29:29, 32:26, 37:18, 33:30)

https://www.youtube.com/watch?v=pGjmWhQ5HHo

„გოლდენ სტეიტი“ – „ნიუ ორლეანი“ 101:115 (33:29, 23:17, 21:31, 24:38)

https://www.youtube.com/watch?v=T2LN_RsbOP8

„პორტლენდი“ – „დეტროიტი“ 107:104 (40:24, 13:27, 27:34, 27:19)

https://www.youtube.com/watch?v=YRy9hJBnuZ0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111356