ფეხბურთი

16:33 | 23.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ედენ აზარი ორი თვე იუქმებს

მადრიდის „რეალის“ შემტევი ედენ აზარი კიდევ ერთხელ დაშავდა და მოედანზე გასვლა ორი თვე ვერ შეძლებს. ამის შესახებ „სამეფო კლუბის“ ვებგვერდი იტყობინება.

აზარმა ტერფის ტრავმა „ლევანტესთან“ შეხვედრაში მიიღო და მოედანზე მეორე ტაიმში იძულებით დატოვა. აღდგენითი პროცესი კი დაახლოებით ორი თვე გასტანს და მადრიდელებს მხოლოდ სეზონის ბოლო სტადიაში დაუბრუნდება. ბელგიელი საკუთარ გუნდს უახლოეს ორ უმნიშვნელოვანეს თამაშსაც დააკლდება "მანჩესტერ სიტისთან" და "ბარსელონასთან".

აზარისთვის მიმდინარე სეზონი წარუმატებლად მიმდინარეობს, ტრავმების გამო დიდი პერიოდი გაუცდა და სწორედ ამიტომ 15 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, 5-ჯერ კი საგოლე პასი მიითვალა.

0.113928