კალათბურთი

11:26 | 23.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"კლიპერსი" "საკრამენტოსთან" დამარცხდა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის შვიდი შეხვედრა გაიმართა.
"კლიპერსი" შინ "საკრამენტოსთან" 103:112 დამარცხდა. საკრამენტოელები მატჩის სტარტზევე დაწინაურდნენ და მეოთხე პერიოდის დასაწყისამდე "კლიპერსი" მდევრის როლში იყო. მეოთხე პერიოდში ლოს ანჯელესელებმა სამჯერ დაწინაურება მოახერხეს, მაგრამ საბოლოოდ უპირატესობა მაინც დაკარგეს. მატჩში ყველაზე მეტი 31 ქულა კავაი ლეონარდმა ჩააგდო, 8 მოხსნა და 5 პასიც ჰქონდა. უილიმსს 24 ქულა ჰქონდა. "კლიპერსი" 37 მოგებით და 19 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა.

"მილოუკმა" შინ "ფილადელფია" 119:98 დაამარცხა. მილოუკელები პირველსავე პერიოდში დაწინაურდნენ და მატჩის ბოლომდე "ფილადელფია" მდევრის როლში იყო. იანის ადეტოკუმპომ 31 ქულა, 17 მოხსნა და 8 პასი მიითვალა. კრის მიდელტონს 25 ქულა ჰქონდა. "მილოუკი" 48 მოგებით და 8 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

"კლიპერსი" - "საკრამენტო" 103:112 (13:25, 35:29, 35:34, 20:24)
https://www.youtube.com/watch?v=S8OanSztFwo

"შარლოტ ჰორნეტსი" - "ბრუკლინი" 86:115 (25:30, 20:25, 18:33, 23:27)
https://www.youtube.com/watch?v=yN5T7S10q_c

"ატლანტა" - "დალასი" 111:107 (21:35, 37:31, 19:20, 34:21)
https://www.youtube.com/watch?v=Tiy_ejlZio4

"ჩიკაგო" - "ფინიქსი" 104:112 (24:22, 33:25, 23:36, 24:29)
https://www.youtube.com/watch?v=hcl-btf9Pp8

"მაიამი" - "კლივლენდი" 124:105 (38:32, 44:20, 24:26, 18:27)
https://www.youtube.com/watch?v=eW7kqb-XAJY

"მილოუკი" - "ფილადელფია" 119:98 (31:21, 25:29, 37:23, 26:25)
https://www.youtube.com/watch?v=NpwMFbjnm5I

"იუტა" - "ჰიუსტონი" 110:120 (36:38, 30:24, 19:38, 25:20)
https://www.youtube.com/watch?v=qa4Mk7Ixzls

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122704