ფეხბურთი

2:07 | 23.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

მესი, მესი, მესი, მესი
ლიდერი ისევ „ბარსელონაა“

“ბარსელონა“ აუტსაიდერებს დაერია. ჯერ იყო და, გასულ კვირას „ლეგანესს“ ერთ-ერთი ლიდერი, დანიელი მარტინ ბრეითვეტი წაართვა, რომლის დებიუტიც არცთუ ურიგო გამოდგა კატალონიური კლუბის შემადგენლობაში. ის შეცვლაზე შევიდა გრიზმანის ნაცვლად და ბოლო ორ გოლში აქტიური მონაწილეობა მიიღო.

შაბათს კი მეორე აუტსაიდერი, „ეიბარი“ დაიბრიყვა - 5:0.

თავიდანვე ნათელი გახდა, რომ ბრძოლა არ გამოვიდოდა. „ბარასელონამ“ დასაწყისიდანვე „მოგუდა“ მოწინააღმდეგე და თავისუფლად ათამაშდა. საინტერესო ისღა იყო, რამდენს გაიტანდა. 5 იკმარა, თუმცა მეტიც შეეძლოთ.

ისევ გაიბრწყინა გენიალურმა ლეო მესიმ. მანამდე მას პრიმერაში ოთხი მატჩის განმავლობაში აღარ გაეტანა და ამჯერად პოკერი გაახერხა - ოთხჯერ დალაშქრა სტუმართა კარი. ერთხელაც ბრაზილიელმა არტურმა გამოიჩინა თავი.

აი, „რეალმა“ კი მოულოდნელად „ლევანტესთან“ წააგო და პირველი ადგილი „ბარსელონას“ დაუთმო. ახლა კატალონიელებს 55 ქულა აქვთ, მადრიდელებს - 53.

რაღაც ვერ დალაგდა ზიდანის გუნდში. პირველ ტაიმში თითქოს არა უშავდათ, უპირატესობასაც ფლობდნენ და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს.

მეორეში კი სურათი შეიცვალა. „ლევანტე“ ნელ-ნელა გათამამდა, შტევებსაც უმატა და ამისათვის დაჯილდოვდა კიდეც. დამთავრებამდე 11 წუთი რჩებოდა, როცა მატჩის საუკეთესო მთამაშემ, ხოსე ლუის მორალესმა ულამაზესი გოლი გაიტანა ახლო კუთხეში, თუმცა სტუმართა მეკარე კურტუას აშკარად უკეთ გარჯა მართებდა.

„სოსიედადმა“ შინ „ვალენსია“ 3:0 გაანაგურა და მეოთხე ადგილზე დაბრუნდა.

ესპანეთი

პრიმერა. 25 ტური. 22 თებერვალი

ბარსელონა - ეიბარი 5:0

ბარსელონა. „კამპ ნოუ.“ 66 970

1:0, 2:0, 3:0, 4:0 მესი (14, 37, 40, 87), 5:0 არტური (89)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე (უმტიტი 68), ლანგლე, ფირპო, ბუსკეტსი (დე იონგი 59), ვიდალი, არტური, რაკიტიჩი, მესი, გრიზმანი (ბრეითვეიტი 72)

მწვრთნელი: კიკე სეტიენი

ეიბარი: დმიტროვიჩი, ტეხერო, ბურგოსი, არბილია, ანხელი, დიოპი, ესპოზიტო (კრისტოფორო 83), ესკალანტე, ორელიანა, ენრიხი (,კიკე 66), ინუი (დე ბლაზისი 66)

მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

მსაჯი: სესარ გრადო

გაფრთხილება: ესკალანტე (64), დიოპი (85)

ლევანტე - რეალი 1:0

ვალენსია. „სიუდად დე ვალენსია.“ 23 566

1:0 მორალესი (79)

ლევანტე: ფერნანდესი, ტონიო, გონსალესი, პოსტიგო, მირამონი, მორალესი (მარტინესი 81), ბარდჰი, ვუკჩევიჩი, კამპანია, მაიორალი (ლეონი 88), როხერი (მელერო 67)

მწვრთნელი: პაკო ლოპესი

რეალი: კურტუა, ვარანი, კარვახალი, მარსელო, რამოსი, კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი (ვალვერდე 82) ისკო (ვასკესი 73), ბენზემა, აზარი (ვინისიუსი 67)

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

გაფრთხილება: როხერი (35); რამოსი (10), კაზემირო (71)

სელტა - ლეგანესი 1:0

1:0 ასპასი (62)

გაძევება: ბრადარიჩი (21 სელტა)

სოსიედადი - ვალენსია 3:0

1:0 მერინო (12), 2:0 მონრეალი (45+1), 3:0 იანუზაი (48)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125002