ფეხბურთი

23:36 | 22.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

გოლი ზედიზედ 11 თამაშში: რონალდუმ სერია A-ს რეკორდი გაიმეორა

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ სერია A-ს ზედიზედ 11 მატჩში გაიტანა და რეკორდი გაიმეორა. იტალიის ჩემპიონატში ამაზე უკეთესი სერია არავის ჰქონია.

იგივე მაჩვენებლით კი 1994-1995 წლების სეზონში გაბრიელ ბატისტუტა და შარშან ფაბიო კუალიარელა გამოირჩნენ. შესაბამისად, მომდევნო შეხვედრაში ერთი გოლიც კი, რონალდუს რეკორდის ერთპიროვნულ მფლობელად აქცევს.

კრიშტიანუმ ხსენებულ 11 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა: „სასუოლოსთან“, „ლაციოსთან“, „უდინეზესთან“ (დუბლი), „სამპდორიასთან“, „კალიარისთან“ (ჰეთ-თრიქი), „რომასთან“, „პარმასთან“ (დუბლი), „ნაპოლისთან“, „ფიორენტინასთან“ (დუბლი), „ვერონასთან“ და „სპალთან“.

აქვე გეტყვით, რომ რონალდუმ დღეს პროფესიონალურ კარიერაში მე-1000 თამაში ჩაატარა, ხოლო „იუვენტუსმა“ „სპალი“ 2:1 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.057376