ფეხბურთი

18:39 | 22.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედიამ" თურქული შეკრება მარცხით დაასრულა

საფეხბურთო კლუბმა „სამტრედიამ“ თურქულ შეკრებაზე ბოლო ამხანაგური თამაში ჩაატარა და ყაზახურ „ორდაბასს“ გაეჯიბრა.

შეხვედრა ყაზახების უპირატესობით დაიწყო და პირველივე ტაიმში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. შესვენების შემდეგ ზურაბ ღირდალაძემ ერთი გოლი გაიტანა და სხვაობა შეამცირა, თუმცა საკუთარი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.

კახა კაჭარავას გუნდმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა:

სეფიაშვილი, ინკუმი, საჯაია, კერძევაძე, კამბა, ჯგერენაია, ქოჩლაძე, პავიშიჩი, კვირკვია, ილურიძე, იმნაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: სიკაჩი, ახალაძე, რუხაია, ყურბანოვი, თოთაძე, დიზი, ჩაკვეტაძე, ლუკავა, ღირდალაძე, ნადირაძე, რობაქიძე.

„ორდანასი“ – „სამტრედია“ 2:1

აქვე გეტყვით, რომ იმერულ გუნდმა თურქეთში ოთხი სპარინგი გამართა, ერთი მოიგო, ერთხელ დამარცხდა, ხოლო ორჯერ ფრეს გამორჩა.

თეგებისამტრედია
0.114493