ფეხბურთი

15:20 | 22.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი "რუბინში"

ყაზანის „რუბინმა“ თურქული შეკრება ტირასპოლის „შერიფთან“ გამარჯვებით დაასრულა. ლეონიდ სლუცკის გუნდმა მოლდოველებს 2:0 აჯობა და ერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას აქტივშია.

ქართველმა შემტევმა მე-11 წუთზე ანგარიშის გახსნა მოახერხა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი რუსებმა მეორედ იხეირეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.

კვარაცხელიას დარად ძირითად შემადგენლობაში ზურიკო დავითაშვილიც იყო. „რუბინმა“ კი შეკრება დაასრულა და მომდევნო მატჩს უკვე 1 მარტს რუსეთის პრემიერლიგის ეგიდით „ტამბოვს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112452