ჩოგბურთი

14:21 | 21.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი დუბაის ტურნირზე ითამაშებს

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის ტურნირზე იასპარეზებს.

ბასილაშვილმა გასულ წელს ამ ტურნირზე ორი ეტაპი დასძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა მინიმუმ 90 ქულა აქვს დასაცავი. შარშან პირველ წრეში ნიკამ რუს კარენ ხაჩანაოვს 6:4, 6:1 მოუგო, შემდეგ რობერტო ბაუტისტა-აგუტს 6:7, 6:4, 6:3 აჯობა, მესამე წრეში კი ხორვატ ბორნა ჩორიჩთან წააგო.

წინა წელს ტურნირი როჯერ ფედერერმა მოიგო, რომელიც ტრავის გამო ტურნირს გამოტოვებს და რეიტინგში 500 ქულა დაკარგავს. წელს დუბაიში ნოვაკ ჯოკოვიჩი, სტეფანოს ციციპასი, გაელ მონფილსი, ფაბიო ფონინი, რობერტო ბაუტისტა-აგუტი, ანდრე რუბლევი, კარენ ხაჩანოვი და ბენუა პერი იასპარეზებენ.

ტურნირის საპრიზო ფონდი 2950420 ამერიკულ მილიონ დოლარს შეადგენს. შეჯიბრი 24-29 თებერვალს გაიმართება.

0.119225