კალათბურთი

1:43 | 21.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი: "ჩვენთვის მთავარი შედეგი არაა"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ მატჩი შვეიცარია ოვერტაიმში 96:88 დაამარცხა. ნამატჩევს პრესკონფერენცია ილიას ზუროსმა და ბექა ბურჯანაძემ გამართეს.

„პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ქომაგებს და ეს არის ერთ-ერთი პორველი რაც გვჭირდება. ამიტომაც, გამარჯვებას სწორედ მათ ვუძღვნით. დიდი ბიძგი მოგვცა გულშემატკივარმა.

იცით, რომ სამ დღეში გუნდის შეკრა და მომზადება, მითუმეტეს, როდესაც ბევრი ახალი მოთამაშეა გუნდში, ძალიან რთულია და ეს არის ახლა ჩვენი მინუსი, რადგან ვერ მოვასწარით მომზადება. მე უფრო გახარებული ამ გამარჯვებით იმის გათვალისწინებით, რომ გუნდში აახალგაზრდა მოთამაშეები გვყავდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ახალი სახეებით მოვახერხეთ რთული თამაშის მოგება. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა გამოცდილ მოთამაშეებს, შერმადინს, რომელსაც ტკივილი აწუხებდა, ბურჯანაძეს, სანაძეს, ცინცაძეს,რომლებიც ბოლომდე ჩართული იყვნენ თამაშში.

ეს არის მოსამზადებელი ეტაპი ევრობასკეტისთვის და შედეგს ნაკლებ ყურადრებას ვაქცევთ. უფრო მეტ ყურადღებას შეთამაშებას ვაქცევთ, რომ ევრობასკეტისთვის კარგად მოვემზადოთ. მეტოქეს ჩვენს ფარზე 23 მოხსნა ვაჩუქეთ, გაგვიჭირდა სამქულიანებშიც და ბევრი ხარვეზი გვქონდა. ეს იყო როტაციის ბრალი და არა რომელიმე კონკრეტული მოთამაშის ბრალი, რომლებიც იმ მომენტში მოედანზე იყვნენ.

ბექაური კარი მოთამაშეა და იმიტომ არისნ ჩვენს ნაკრებში, მაგრამ რატომ არ ითამაშა დღეს ამაზე მნიშვნელოვანი მომენტი გუნდის თამაშია, ითამაშეს სხვა ახალგაზრდა მოთამაშეებმა. ტურძილაძეს მაგალითად დღეს სტრესული მომენტი ჰქონდა, ის ძალიან ახალგაზრდაა და კარგი კალათბურთის თამაში შეუძლია.

დღეს მთავარი პრობლემა მოხსნები იყო, მაგრამ ამაზე დარდი ნაკლებად ღირს, რადგან ვიცით, რომ ფინალურ ეტაპზე დაგვემატებიან გოგა ბითაძე, თორნიკე შენგელია, მამუკელაშვილი, რომლებიც დღეს მიზეზთა გამო ჩვენთან არ არიან. ჩემი აზრით, ახლა უმჯობესია, რმ გამარჯვება ვიზეიმოთ, რომელიც მოვიპოვეთ.

გადამწყვეტ მომენტში ძალიან დიდი როლი ითამაშეს ახალგაზრდებმა, კორსანტიამ, ანდრონიკაშვილმა ძალიან კარგად ითამაშეს. ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე მაინც გასულები ვართ და ამ თამაშმა დაგვანახა, რომ ახალგაზრდების ნდობა შეგვიძლია“, - თქვა ზუროსმა.

ბერძენ სპეციალისტამდე მედიის წარმომადგენლების კითხვებს ბექა ბურჯანაძემ უპასუხა, რომელიც საქართველოს ნაკრების რიგებში 21 ქულით ყველაზე შედეგიანი იყო:

„დიდი მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს და გამარჯვება მოვახერხეთ. შვეიცარია კონკურენტუნარიანი მეტოქე იყო, რომელმაც ჩვენს ფარზე 23-ჯერ მოხსნა ბურთი, რაც ნებისმიერი გუნდისთვის კარგი შედეგია. ჩვენ კი თავის მხრივ ამაზე მუშაობა გვმართებს.

პირველი ტაიმის შემდეგ მოვდუნდით, არ ვიცი რა მოხდა. არ არის შვეციარი სუსტი გუნდი, მაგრამ ამის მიუხედავად საშუალება მივეცით, რომ თამაშში დაბრუნებულიყვნენ. გამოცდილი ნაკრებია, ბევრი კარგი კალათბურთელი და მსროლელები ჰყავთ, თუმცა მთავარი ფაქტორი მაინც ჩვენი მოდუნება იყო. ძალიან გახარებული ვარ, რომ გამარჯვება მოვახერხეთ.

აქ თამაში ჩემთვის და ყველა ჩვენგანისთვის დიდი ბედნიერებაა. ამიტომ, ყველა გულშემატკივარს, რომლებიც არამარტო დარბაზიდან, არამედ ტელევიზორიდან გვქომაგობდნენ, დიდ მადლობას ვუხდი. დებიუტანტებს რაც შეეხება, არაჩვეულებრივად ითამაშეს, დაცვაში ენერგიულად ითამაშეს, შეტევაში თავიანთი შანსიც გამოიყენეს.

სერბეთს რაც შეეხება, რა შემადგენლობაც არ უნდა ყავდეს, ყოველთვის ძალიან ძლიერი გუნდი იქნება და ადვილ თამას არანაირად არ ველოდებით. თუმცა, ჩვენ პირველ რიგში საკუთარი შეცდომების გამოსწორებაზე უნდა ვიფიქროთ“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 23 თებერვალს სტუმრად სერბეთთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108764