ფეხბურთი

19:10 | 20.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" ორი ფეხბურთელი გაიფორმა

საქართველოს ჩემპიონმა „დინამო თბილისმა“ თორნიკე ახვლედიანსა და ივან ტრუბოჩკინს კონტრაქტები გაუფორმა. ორივე მოთამაშე გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე სინჯებზე იმყოფებოდა და სამწვრთნელო შტაბს თავი მოაწონეს.

26 წლის უკრაინელმა განაპირა მცველმა „დინამოსთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრუბოჩკინი კიევის „დინამოს“ აკადემიის აღაზრდილია, ხოლო შემდეგ შვედურ „მეას“, კიევის „არსენალის“, „ჩერნომორეცისა“ და დონეცკის „ოლიმპიკის“ ღირსებას იცავდა.

რაც შეეხება ახვლედიანს, შეკრებაზე ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა და გუნდის საუკეთესო ბომბადირი გახდა. 20 წლის ნიჭიერ შემტევთან 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. თორნიკეს აქამდე „გაგრაში“, „ლეგანესის“ აკადემიასა და „ზესტაფონში“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119416