ფეხბურთი

20:00 | 20.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვან პერსი: „მიეცით სულშერს დრო“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, რობინ ვან პერსიმ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა გუნდის მთავარი მწვრთნელის, ულე-გუნარ სულშერის შესახებ.

„სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ, ყველა ხვდებოდა, რომ ძნელი იქნებოდა ისეთივე მაღალი დონის შენარჩუნება, როგორიც მან დაამკვიდრა. მერე იყვნენ დევიდ მოიესი, ლუი ვან გაალი და ჟოზე მოურინიუ. ახლა სულშერია.

ფერგიუსონს გარკვეული დრო დასჭირდა ამხელა სიმაღლეებისთვის რომ მიეღწია. არ მგონია, მწვრთნელის ყოველ ორ წელიწადში ცვლა კარგი იყოს. თუკი ენდეთ და დანიშნეთ ამ პოსტზე სულშერი, მიეცით დრო, გუნდმა სტაბილურობა უნდა მოიპოვოს.“ - ციტირებს ვან პერსის სიტყვებს AS.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115284