ფეხბურთი

20:45 | 19.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩვენებურების "ანორთოსისი" თასზე წაგებას გადაურჩა (+VIDEO)

კვიპროსის თასის მეოთხედფინალში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ „ნეა სალამინას“ უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

61-ე წუთზე სტუმრები ანდერსონ კორეიას გოლით დაწინაურდნენ და 84-ე წუთზე რაიომ პენალტით გაათანაბრა. ქეცბაიას სამი ჩვენებური ჰყავდა ძირითად შემადგელობაში. გიორგი ლორიამ და ნიკა კაჭარავამ შეუცვლელად ითამაშეს, ჯანო ანანიძე 65-ე წუთამდე იყო მინდორზე, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი 46-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში. რაც შეეხება მურთაზ დაუშვილს, განაცხადში არ ყოფილა.

საინტერესოა, რომ „ანორთოსისი“ „ნეა სალამინას“ სამი დღის წინ ჩემპიონატის ეგიდით დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში, 3:2 სძლია. თასის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრა კი ერთი კვირის თავზე, 26 თებერვალს გაიმართება.

0.146309