ფეხბურთი

20:20 | 19.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძე თურქეთის სუპერლიგის სიმბოლურში

„ანკარაგიუჯუს“ ქართველი შემტევი საბა ლობჟანიძე თურქეთის სუპერლიგის XXII ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. საბა გავლენიანმა BeinSports-მა გამოარჩია.

ლობჟანიძემ გასულ ტურში სტამბოლის „ფენერბახჩესთან“ შესანიშნავი თამაში ჩაატარა, გარდა იმისა, რომ თურქული ფეხბურთის გრანდს გოლი გაუტანა, აქტიურობითაც გამოირჩა და მეტოქის მცველებს არაერთი თავსატეხი გაუჩინა.

შეგახსენებთ, საბა ლობჟანიძე „ანკარაგიუჯუს“ სამი კვირის წინ შეუერთდა და სამ შეხვედრაში ერთი გოლი აქვს გატანილი.

0.130529