ფეხბურთი

18:32 | 19.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილის მორიგი გოლი "რუბინში" (+VIDEO)

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა „რუბინმა“ მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ყაზახურ „კაირატთან“ 2:3 დამარცხდა. რუსები სამბურთიანი სხვაობით აგებდნენ, მაგრამ ბოლოსკენ შეამცირეს ჩამორჩენა.

ერთი გოლი ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზეა. ჩვენებურმა 77-ე წუთზე ყაზახების დამწუხრება პენალტის ნიშნულიდან მოახერხა. ზურიკომ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიას არ უთამაშია.

„რუბინი“ თურქულ შეკრებაზე ბოლო ამხანაგურ მატჩს 22 თებერვალს ტირასპოლის „შერიფთან“ გამართავს, ხოლო რუსეთის პრემიერლიგაში 1 მარტს „ტამბოვს“ ესტუმრება. შეგახსენებთ, ლეონიდ სლუცკის გუნდი 19 ტურის შემდეგ ამდენივე ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118789