ფეხბურთი

11:55 | 19.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: "აქ არაფერი დასრულებულა"

„პარი სენ ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა „დორტმუნდთან“ (1:2) წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ დასრულებული არაფერია.

„არ ვნანობ ტაქტიკის შეცვლას, არავინ იცის რა შეიძლება მომხდარიყო სხვა ტაქტიკით რო გვეთამაშა. წავაგეთ ერთი თამაში, მაგრამ აქ არ დამთავრებულა, რადგან საპასუხო თამაში „პარკ დე პრენსზე“ იქნება. რა თამა უნდა, ეს სხვა, შესანიშნავი მატჩი იქნება და მეოთხედფინალში გასვლის შანსი ისევ გვაქვს.

ჰოლანდი საოცარი ფეხბურთელია, ფიზიკურად ძლიერი და პირველ რიგში ძალიან სწრაფი. ჩემს გუნდს რაც შეეხება, კარგად ვითამაშეთ 90 წუთის განმავლობაში“, - თქვა ტუხელმა.

შეგახსენებთ, „პარი სენ ჟერმენისა“ და „დორტმუნდის“ საპასუხო მატჩი საფრანგეთში 11 მარტს გაიმართება.

0.119532