ფეხბურთი

22:53 | 18.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმი" - ორი სპარინგი 6 საათის ინტერვალით

საქართველოს ვიცე-ჩემპიონ „დინამო ბათუმის“ სპარინგ გეგმები შეიცვალა. როგორც კლუბი ოფიციალურად იტყობინება, ხვალ ორი ამხანაგური შეხვედრა გაიმართება.

თბილისის დროით 12:00 საათზე ბათუმელები უზბეკურ „ნავბაჰორს“, ხოლო საღამოს 6 საათზე უკრაინულ „დესნას“ გაეჯიბრებიან.

ამით გია გეგუჩაძის გუნდი თურქეთში მზადებას დაასრულებს, რომელიც ორ ეტაპად წარიმართა. 20 თებერვლიდან კი აჭარული გუნდი საქართველოში გააგრძელებს მზადების პროცესს.

0.113928