ფეხბურთი

22:26 | 18.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" უკრაინელი ფეხბურთელი დაიმატა

საქართველოს ოთხგზის ჩემპიონმა ქუთაისის „ტორპედომ“ უკრაინელი ნახევარმცველი ივან ბობკო დაიმატა. როგორც იმერელთა ვებგვერდი იტყობინება, ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს შემდეგ გააფორმებს. შეთანხმება კი უკვე შედგა.

29 წლის უკრაინელი 2010-2014 წლებში ოდესის „ჩერნომორეცში“ ირჯებოდა, შემდეგ ხარკოვის „მეტალისტში“ გადავიდა, 2016 წელს კი უნგრეთს მიაშურა და „დერეცენში“ ირიცხებოდა.

ბოლოს ბობკო ყაზახეთში, „ოკჟეტპუსის“ შემადგენლობაში თამაშობდა. ბობკო „ტორპედოს“ მეორე ლეგიონერია სერბი ვანია მარკოვიჩის შემდეგ.

0.114033