ფეხბურთი

22:18 | 17.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედიამ" თურქეთში სომხურ მეტოქეს აჯობა

საქართველოს 2016 წლის ჩემპიონი „სამტრედია“ თურქეთში ახალი სეზონისთვის ემზადება და მესამე ამხანაგური თამაში სომხური „ალაშკერტის“ წინააღმდეგ გამართა.

იმერლები უპირატესობა ფლობდნენ და გამარჯვებაც ადვილად მოიპოვეს. კახა კაჭარავას გუნდმა მეტოქეს თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა. ჯერ გიორგი ჯგერენაიამ იხეირა, შესვენების შემდეგ კი ზურაბ ღირდალაძემ - 2:0.

„სამტრედიამ“ „ალაშკერტთან“ შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:

სიკაჩი, ინკუმი, ჯგერენაია, კამბა, საჯაია, პავიშიჩი, კერძევაძე, ქოჩლაძე, კვირკვია, ილურიძე, კრსტევსკი. შეცვლაზე შევიდნენ: კულუა, კამაცუ, დიზი, იმნაძე, ჩაკვეტაძე, ღირდალაძე, ლუკავა.

იმერლები მომდევნო სპარინგს 22 თებერვალს, ყაზახურ „ორდაბასთან“ გამართავენ.

თეგებისამტრედია
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11934