ფეხბურთი

10:35 | 17.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედია" უზბეკურ გუნდს დაუზავდა

საქართველოს 2016 წლის ჩემპიონმა „სამტრედიამ“ თურქეთში მეორე ამხანაგური თამაში ჩაატარა და უზბეკურ „ნავბაჰორს“ გაეჯიბრა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ფრედ, 1:1 დასრულდა. პირველი ტაიმი უზბეკებმა მოიგეს, რასაც მეორე ნახევარში იმერელთა სერბმა ახალწვეულმა სტრაჰინია კრსტევსკიმ თავური დარტყმით უპასუხა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„სამტრედიამ“ ამ შეხვედრაში ასეთი შემადგენლობით ითამაშა:

სეფიაშვილი, ინკუმი, ჯგერენაია, კამბა, პერეირა, ქოჩლაძე, პავიშიჩი, დიზი, ლუკავა, კამაცუ, იმნაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: სიკაჩი, კერძევაძე, ილურიძე, კვირკვია, ნადირაძე, რობაქიძე, ყურბანოვი, ღირდალაძე, ჩაკვეტაძე, საჯაია, კრსტევსკი, ახალაძე.

კახა კაჭარავას გუნდი დღეს მორიგ სპარინგს გამართავს და სომხურ „ალაშკერტს“ დაუპირისპირდება.

თეგებისამტრედია
0.121368