ფეხბურთი

0:40 | 17.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" ძველებურად დაუნდობელი გახდა

მიუნხენის „ბაიერნმა“ ბუნდესლიგაში ერთი დღით დაკარგული ლიდერის პოზიცია დაიბრუნა და სატურნირო ცხრილის სათავეში ისევ მოექცა.

ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდი ბოლო ხანს მართლაც კარგ ფორმაშია და ჩვეულად დაუნდობელეი გახდა. „რეკორდმაისტერმა“ მორიგი დაგეგმილი და ადვილი გამარჯვება კიოლნში მოიპოვა, სადაც ადგილობრივი გუნდი 4:1 დაამარცხა.

მატჩის ბედი უკვე მეხუთე წუთზე გადაწყვეტილი იყო, რადგან „ბაიერნი“ უკვე ორბურთიან უპირატესობას ფლობდა და მესამე გოლისთვის არ დასჭირვებია დიდი დრო (მე-12 წუთი). საბოლოოდ, ლოგიკურია, რომ მიუნხენურმა გიგანტმა კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა, 46 ქულა დააგროვა და „ლაიფციგს“ ერთი ქულით გაასწრო.

„კიოლნი“ – „ბაიერნი“ 1:4 (0:3)

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (3), 0:2 კომანი (5), 0:3 გნაბრი (12), 0:4 გნაბრი (66), 1:4 უტი (70)

„მაინცი“ – „შალკე“ 0:0

თეგებიბუნდესლიგა
0.148782