ფეხბურთი

21:05 | 16.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილი დაბრუნდა, "ანორთოსისმა" დრამატული მატჩი მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატის მეოცე ტურში ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და ლიდერობა გაიმყარა. თემურ ქეცბაიას გუნდმა „ნეა სალამისს“ უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში 3:2 სძლია.

პირველ ტაიმში ფამაგუსტელები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ ორჯერვე სტუმრებმა გაათანაბრეს. 81-ე წუთზე კი, მიხალ დურისმა გამარჯვების გოლი გაიტანა და „ანორთოსისს“ მოაგებინა.

თავიდანვე გეტყვით, რომ საგოლე კომბინაციებში ჩვენებურებს მონაწილეობა არ მიუღიათ. მინდორზე კი ხუთივე ჩვენებური იყო. ტრავმის შემდეგ დაბრუნდა თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, მასავით 90 წუთი იყვნენ მოედანზე გიორგი ლორია და მურთაზ დაუშვილი, ნიკა კაჭარავა ქეცბაიამ შესვენებაზე შეცვალა, ხოლო ჯანო ანანიძე თამაშში 77-ე წუთიდან ჩაერთო.

ოქრიაშვილი საკმაოდ აქტიური იყო, რამდენჯერმე შეეძლო გატანა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა, რამდენიმე საგოლე შანსი თანაგუნდელებსაც შეუქმნა. ორჯერ დაუშვილმა შორი დისტანციიდან დააპირა გატანა, მაგრამ არ გამოუვიდა, ხოლო გიორგი ლორიამ საკუთარი გუნდი გოლისგან რამდენჯერმე იხსნა და გამოსარჩევია მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში განხორციელებული სეივი, რითაც გამარჯვებაში მართლაც დიდი წვლილი შეიტანა.

„ანორთოსისმა“ 43 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზეა, უახლოეს მდევარ „ომონიას“ 4 ქულით უსწრებს, რომელმაც ბოლო ორ ტურში კინკილა ქულა მოიპოვა. იქვეა „აპოელიც“, რომელიც ჩვენებურების გუნდს 5 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114729