ფეხბურთი

21:29 | 16.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

„სიტის,“ შესაძლოა, 2014 წლის ტიტული ჩამოართვან

მოგეხსენებათ, პარასკევს, უეფამ, „მანჩესტერ სიტის,“ მომავალი ორი სეზონის განმავლობაში ევროთასებზე ასპარეზობა აუკრძალა. მიზეზი ფეარ პლეის საფინანსო ვალდებულებების დარღვევაა, რომელიც „ქალაქელებს“ 2012-16 წლებში უფიქსირდებათ.

უეფას არც ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია ჩამორჩა და თავის მხრივაც აპირებს მანჩესტერელთა დასჯას. Daily Mail-ს ინფორმაციით, მიმდინარე სეზონში „სიტისთვის“ ქულების ჩამოკლებას აზრი არ აქვს, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ლიდერ „ლივერპულს“ 25 ქულით ჩამორჩებიან და დიდად არ დაზარალდებიან. მეორეც, საქმე 2012-16 წლებს ეხება და სანქცია, ალბათ ამ დროისათვის უნდა იყოს გათვალიწინებული.

ამ პერიოდში „სიტი“ ორჯერ გახდა ჩემპიონი - 2012 და 2014 წლებში. რადგან ჯერ უცნობია 2012 წლის რა პერიოდიდან არღვევდნენ „ქალაქელები“ ფეარ პლეის პრინცპს, საინტერესო ხდება 2014 წელი, როცა „სიტიმ“ ორი ქულით აჯობა „ლივერპულს“ და ისე იპირველა. გამოცემა წერს, რომ შესაძლოა, ასოციაციამ „სიტის“ ეს ტიტული გაუუქმოს. ხოლო მიანიჭებენ ჩემპიონობას „ლივერპულს“ თუ არა, ამაზე ნათქვამი არაფერია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114594