ჩოგბურთი

20:48 | 16.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

მონფილსმა როტერდამის ტურნირი მოიგო

როტერდამის ტურნირის ფინალში ფრანგმა გაელ მონფილსმა კანადელი ოჟე-ალიასიმე 6:2, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 27 წუთს გაგრძელდა. კანადელმა ფრანგს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და შეხვედრა მარტივად დათმო.

მონფილსმა კარიერაში, ერთეულთა თანრიგში ATP-ის მე-10 ტიტული მოიგო.

ამ ტურნირის მოგებით გაელმა 500 სარეიტინგო ქულა და 406 840 ევრო გამოიმუშავა

0.118423