ფეხბურთი

15:07 | 16.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჭანტურიამ "საბურთალო" დატოვა

თბილისის „საბურთალოს„ პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გუნდიდან გია ცეცაძის გათავისუფლების შესახებ ისაუბრა. გარდა ამისა, აღნიშნა,რომ გიორგი ჭანტურია თბილისურ გუნდში არ ითამაშებს და თანამშრომლობა არ შედგება. ამის შესახებ ხეჩიკაშვილმა ტელეკომპანია იმედის გადაცემაში "სპორტი იმედზე" განაცხადა.

„ძალიან სამწუხაროა, გრძელვადიანი გეგმები გვქონდა. ის რჩება ჩემს მეგობრად, მაგრამ სპორტულ ცხოვრებაში ასე ხდება. ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ სეზონის დასაწყისშივე შევწყვიტეთ თანამაშრომლობა, რადგან გარკვეულ საკითხებზე ვერ შევთანხმდით.

ეს არ იყო იმ ფორმის დაძაბულობა, რომ გუნდში დიდი განხეთქილება ყოფილიყო, აქ იყო უბრალოდ ხედვაში სხვადასხვაობა და ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. „საბურთალო“ ყოველთვის გამოირჩეოდა მწვრთნელებთან სტაბილური მუშაობით, ბუნებრივიაჩვენ ეს ნდობა გია ცეცაძესაც გამოვუცხადეთ და მისი კვალიფიკაცია ეჭვს არ იწვევს. უბრალოდ ხდება, რომ რაღაც საკითხების გამო თანამშრომლობა არ შედგა.

ჩვენ გვქონდა სურვილი მიგვეცა გიორგი ჭანტურიასთვის ფეხბურთში დაბრუნების შანსი და ეს იყო წინასწარი შეთანხმება. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური კონდიციები იდეალური არ იყო. რიგი მიზეზების გამო ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე ჩვენი თანამშრომლობა ვერ შედგება და მინდა გიორგის წარმატება ვუსურვო. როგორც თვითონ თქვა, არაერთი წინადადება აქვს და წარმატებებს ვუსურვებ“, - თქვა ხეჩიკაშვილმა.

შეგახსენებთ, ცეცაძემ „საბურთალოსთან“ 3-წლიანი კონტრაქტი ერთი თვის წინ გააფორმა, მაგრამ გუნდიდან წასვლა მოუწია. კიდევ უფრო მცირე პერიოდი დაჰყო გუნდში გიორგი ჭანტურიამ, რომელიც ახლა ისევ უკლუბოდ დარჩა.

0.114877