ფეხბურთი

2:34 | 16.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს 17 წლის მცველის ბენეფისი

საფრანგეთის ლიგა 1-ში დიდებული საღამო ჰქონდა „პარი სენ ჟერმენის“ მცველ ტანგი კუასის. 17 წლის ფეხბურთელმა „ამიენთან“ თრილერში (4:4) დუბლი შეასრულა.

ბუნებრივია, მცველისგან და მითუფრო 17 წლის ასაკში დუბლის შესრულება არამარტო „პარი სენ ჟერმენის“, არამედ ზოგადად ფეხბურთში ხშირი არაა.

კუასი პსჟ-ს ისტორიაში რიგით მეორე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ლიგა 1-ში დუბლი გაიფორმა (17 წლისა და 253 დღის). მასზე უფრო ახალგაზრდამ იგივე ლიონელ ჟუსტიემ გააკეთა შორეულ 1976 წელს (17 წლისა და 212 დღის).

პსჟ-ს კუასის დუბლმა ვერ უშველა და გასავარდნ ზონაში მყოფ „ამიენთან“ ორი ქულა დაკარგა, თუმცა ლიგა 1-ს იმდენად კომფორტულად ლიდერობს, ამის გამო დიდად არ უნდა იდარდოს.

0.112627