ფეხბურთი

1:20 | 16.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილიას ზედიზედ მეორე საგოლე პასი პოლონეთში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასაში ვაკო გვილიამ ზედიზედ მეორე შეხვედრაში მოახერხა საგოლე პასის გაკეთება. XXII ტურში „ლეგია“ „რაკოვს“ ესტუმრა და ჯერ აგებდა, მერე იგებდა, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ქულას გამორჩა (2:2).

გვილია ისევ არ ყოფილა ძირითად შემადგენლობაში, თუმცა მოედანზე 54-ე წუთზე გამოჩნდა და მეორე გოლში უდიდესი წვლილი შეიტანა.

73-ე წუთზე ვაკომ შეტევა თავად დაიწყო, მერეც ჩინებულად ითამაშა და ხოსე კანტეს გატანაში დაეხმარა. იმ დროისთვის ვარშაველები 2:1 დაწინაურდნენ, მაგრამ დარჩენილ დროში გაუშვეს და ორი ქულა დაკარგეს.

გვილიას მიმდინარე სეზონში უშუალოდ პოლონეთის ჩემპიონატში 22 მატჩი აქვს ჩატარებული, 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა. „ლეგიას“ კი 42 ქულით პირველი ადგილი უკავია.

0.147597