ფეხბურთი

21:57 | 15.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძის გოლი უნგრეთში (+VIDEO)

უნგრეთის ჩემპიონატში ბუდუ ზივზივაძე შედეგიან თამაშს აგრძელებს. „მეზოკოვესდმა“, რომლის ღირსებას ჩვენებური იცავს, სტუმრად „დებრეცენი“ 3:1დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა და 37-ე წუთზე გოლიც გაიტანა, რითაც იმ დროისთვის ანგარიში 2:0 გახადა. ვთქვათ ისიც, რომ ბუდუმ მესამე გოლშიც მიიღო მონაწილეობა. ეს ჩვენებურის პირველი გოლია ნოემბრიდან მოყოლებული, თუმცა ამ პერიოდში ჩემპიონატში პაუზა იყო და რამდენჯერმე საგოლე პასიც შეასრულა.

ზივზივაძეს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი და საკუთარი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, ხოლო მთლიანად ბომბარდრითა დავაში ლიდერ არმინ ჰოჯიჩს ორი გოლით ჩამორჩება.

„მეზოკოვესდი“ კი 38 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ „ფერენცვაროშს“ 5 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.106388