ფეხბურთი

21:07 | 15.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლევან შენგელიას საგოლე პასი თურქეთში (+VIDEO)

თურქეთის სუპერლიგის 22-ე ტურში „ქონიასფორმა“ „გოზტეპეს“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ იგებდა, საბოლოოდ მარცხი განიცადა (1:3).

90 წუთი იყო მოედანზე მასპინძელთა ქართველი შემტევი ლევან შენგელია, რომელმაც საგოლე პასი მიითვალა. სწორედ ჩვენებურის დროული, ჭკვიანური და კარგი გადაცემის შემდეგ 34-ე წუთზე ომერ ალი შაჰინერმა ანგარიში გახსნა.

თუმცა, ეს გოლი „თეთრ-მწვანეებს“ არაფერში წაადგათ, რადგან შემდეგ სამი უპასუხო გოლი გაუშვეს და მორიგი მარცხი განიცადეს.

„ქონიასფორი“ 20 ქულით სატურნირო ცხრილის მე-14 ადგილზეა, შენგელიას კი 15 მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს მითვლილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11445